ლევან ახვლედიანი - გვინდა, რომ მთავრობასთან ერთად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში
ლევან ახვლედიანი - გვინდა, რომ მთავრობასთან ერთად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში

აბრეშუმის გზის ფორუმში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც“ მონაწილეობს, რომლის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ინვესტორებთან შეხვედრებს გეგმავს. რაც შეეხება პროექტის შეფერხებას, ახვლედიანი ამბობს, რომ აუცილებელია მთავრობასთან ერთობლივი მუშაობა.

„არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ასევე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ფორმატში პროექტთან დაკავშირებით შესაძლო განხილვაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას“, – განაცხადა ახვლედიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22-23 ოქტომბერს ჩატარდება.