ლევან ახალაია - ვფიქრობ, ცვლილებების დროა და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სწორედ იმას უნდა შეეხოს, თუ როგორ ვაშუქებთ ახალ ამბებს
ლევან ახალაია - ვფიქრობ, ცვლილებების დროა და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სწორედ იმას უნდა შეეხოს, თუ როგორ ვაშუქებთ ახალ ამბებს

ვფიქრობ, ცვლილებების დროა და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სწორედ იმას უნდა შეეხოს, თუ როგორ ვაშუქებთ ახალ ამბებს, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის უცხოეთის მიმართულების ჟურნალისტმა, ლევან ახალაიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში გამართულ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგს დაესწრო.

„ძალიან საინტერესო იყო ის გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარეს ტრენინგზე. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა სრულიად ახალი დარგია. ვფიქრობ, საქართველოში მოვიდა ცვლილებების დრო და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სწორედ იმას უნდა შეეხოს, თუ როგორ ვაშუქებთ ჩვენ ახალ ამბებს. ამ მხრივ, ჩემთვის ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე ამ ტრენინგის დროს; გავიგეთ, რომ შეიძლება, იყო პოპულარული, შეიძლება იყო მაყურებლისთვის საინტერესო მაშინაც კი, როდესაც არ აშუქებ მაინცდამაინც „ცუდ“ ახალ ამბებს. ის, რასაც ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომ კარგი ამბავი ახალი ამბავი არ არის. თურმე ეს ასე არ ყოფილა და სწორედ ამას ეხებოდა მთელი ეს ტრენინგი, რომ შეიძლება, გააკეთო სიახლე, ახალი ამბავი ისე, რომ აჩვენო მთელი სურათი, ანუ კარგიც, ცუდიც, მაგრამ ამასთან ერთად, დასვა კრიტიკული შეკითხვებიც“, – განაცხადა ლევან ახალაიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი გაიმართა