ლევან აბაშიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ კინოს სახლში ჩვენება გაიმართება
ლევან აბაშიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ კინოს სახლში ჩვენება გაიმართება

22-24 მაისს, კინოს სახლის ლურჯ კინოდარბაზში, ლევან აბაშიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ, მსახიობის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფილმების ჩვენება გაიმართება.

ნაჩვენები იქნება „არა, მეგობარო” (რეჟისორი გიო მგელაძე), City Life (რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი), „ორომტრიალი” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „საფეხური” (რეჟისორი საშა რეხვიაშვილი).

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლის ლევან აბაშიძემ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი ითამაშა. პირველი მთავარი გმირის როლი კი, მსახიობმა შეასრულა 1984 წელს, გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა. მსახიობი 1992 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა.