გია აბაშიძე - წინაპირობა არის, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმას აკეთებს, რასაც 2003 წელს
გია აბაშიძე - წინაპირობა არის, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმას აკეთებს, რასაც 2003 წელს

ყველა წინაპირობა არის, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც 2003 წელს აკეთებდნენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძე აცხადებს, აქციაზე დგანან გავეშებული პოლიტიკოსები, არაადეკვატური ემოციებით.

„ვხედავთ, როგორ ჰყავთ ამუშავებული არასამთავრობო მოკავშირეების ნაწილი, რომლებიც წევენ ტემპერატურას, რათა მიიპყრონ საერთაშორისო ყურადღება ამის პარალელურად დღეს „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ათეულობით პროტესტის გამომხატველი ცდილობდა პარლამენტის ბლოკირებას და ისინი დაშალეს“, – აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ პროცესებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა გახდეს საჭირო.

„ვხედავთ, პოლიტიკური დაძაბულობა მაღალია. მთელი ოპოზიციური სპექტრია გაერთიანებული. ორივე დაპირისპირებულ მხარეს კონსტიტუციური ცვლილებების სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ. გამოსავალი არის მარტივი, მხარეებმა უნდა მიმართონ რეკომენდაციებისთვის ნეიტრალურ საერთაშორისო სტრუქტურას. მაგალითად, ვენეციის კომისიას ან ეუთო-ს. როდესაც ჩვენ პოლიტიკური დაძაბულობა გვეზრდება და ჩიხში შევდივართ, ყოველთვის ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებიან გამოსავლის ძიებაში, შესაძლოა, ეს ვარიანტიც დადგეს დღის წესრიგში“, – ამბობს აბაშიძე.