„ლესტერში" კვირკველიას შესაძლო ტრანსფერმა რუსულ კლუბში დაპირისპირება გამოიწვია
„ლესტერში" კვირკველიას შესაძლო ტრანსფერმა რუსულ კლუბში დაპირისპირება გამოიწვია

მოსკოვის “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობაში “ლესტერში” საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერმა უთანხმოება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ “იზვესტიას” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბი მზადაა, საქართველოს ნაკრებისა და “ლოკომოტივის” მცველის საფასურად 17 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა გამოცემა ამტკიცებდა, რომ რუსული რკინიგზის გუნდის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამდე ქართველის გაშვება არ სურდათ.

სინამდვილეში, ეს საკითხი მოსკოვის “ლოკომოტივში” ხელმძღვანელობის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ეს სიომინის განცხადებებიდან გახდა ცნობილი, რომელმაც გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მიმართ ინტერესზე ირიბად მიანიშნა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თავის Instagram-ზე პრეზიდენტ ილია გერკუსის ბოლოდროინდელ განცხადებებს უპასუხა, რომლიც თქმითაც, მოთამაშეების მიწვევა და გაშვება კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის პრეროგატივა უნდა იყოს.

“ჩემი ბიზნესმოდელი “ლოკომოტივის” პირველ ლიგის გუნდიდან ქვეყნის სამგზის ჩემპიონად გადაქცევა იყო. ეს 11 ტიტულია იმ 14-დან, რაც კლუბს ოდესმე მოუგია. ეს ათობით ათასი გულშემატკივარი და მზარდი მოთამაშეებია, რომელთაგან ზოგიერთის გაყიდვაც თქვენ და სპორტულ დირექტორს გსურთ. ჩემი ბიზნესმოდელის შედეგები ყველასთვის ცნობილია…“ – წერს სიომინი.

71 წლის სპეციალისტმა ეს პოსტი კვირკველიას ტრანსფერზე აგორებული აჟიოტაჟის შემდეგ დაწერა და ლოგიკურად გაჩნდა ვარაუდი, რომ ქართველი მცველის ტრანსფერი რეალურია. თავად სიომინმა ფრაზის განმარტება არ ისურვა და არც ის დააკონკრეტა, რომელი ფეხბურთელების შესაძლო გაყიდვა იგულისხმა: “ჩემს სოციალურ ქსელში რაც გამოვაქვეყნე, იმაზე მეტს ვერაფერს დავამატებ. არც იმას განვმარტავ და გავშიფრავ, აქ კვირკველია იგულისხმებოდა თუ სხვა ვინმე”.