„ლესტერს" ნიკოლა იოვიჩის იჯარით აყვანა სურს
„ლესტერს" ნიკოლა იოვიჩის იჯარით აყვანა სურს

პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი „ლესტერი“ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ლუკა იოვიჩის გადაბირებით, – წერს გაზეთი „მირორი“.

კერძოდ, ინგლისური კლუბი განიხილავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სერბი ფეხბურთელის იჯარით აყვანას.

მიმდინარე სეზონში იოვიჩმა „რეალის“ რიგებში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მინდორზე ჯამში 201 წუთი დაჰყო და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

იოვიჩი „რეალში“ „აინტრახტიდან“ 2019 წლის ივლისში 60 მილიონ ევროდ გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანეთის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.