„ლესტერის“ შესანიშნავი სტარტი - კლუბმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)
„ლესტერის“ შესანიშნავი სტარტი - კლუბმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ლესტერი“ „ლიდსს“ სტუმრობდა და მასპინძელი გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა – 1:4.

მოპოვებული გამარჯვებით, „ლესტერმა“ საკუთარი რეკორდი გაიმეორა და შვიდ მატჩში 15 ქულა დააგროვა. მსგავსი შედეგი ინგლისურ კლუბს ერთადერთხელ, 2000/01 წლების სეზონში ჰქონდა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ლესტერი“ 15 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება.