ლესოთოში მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს
ლესოთოში მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს

ლესოთოში აღმოჩენილია მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი, რომლის ღირებულებაც 40$ მილიონზე მეტს აღწევს. ამის შესახებ მომპოვებელი კომპანია Gem Diamonds-ი იუწყება.

910-კარატიანი ქვა კომპანიამ სამხრეთ აფრიკის ამ პატარა სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღაროში იპოვა. მიეკუთვნება IIa ტიპის ალმასს. იწონის 182 გრამს, ანუ 6,42 უნციას.

ამ ტიპის ალმასი ბუნებრივ ალმასებს შორის მხოლოდ 1-2%-ია. გამოირჩევა იმითაც, რომ არ შეიცავს ისეთ მინარევებს, როგორიცაა აზოტის ატომები.

IIa ტიპი როგორც წესი, უფეროა და განსაკუთრებით გამჭვირვალეა ულტრაიისფერ შუქში.

„ლეტსენგის მაღაროში ჩვენი კომპანია 2006 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ, ამ ადგილას აღმოჩენილია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალმასები, მათ შორისაა 610-კარატიანი Lesotho Promise“, — აღნიშნავს განხადებაში კომპანია Gem Diamonds-ის აღმასრულებელი დირექტორი კლიფორდ ელფიკი.

„თუმცა, ეს განსაკუთრებული ხარისხის ალმასი უდიდესია ამ მაღაროში ამ დრომდე ნაპოვნთა შორის… ეს გახლავთ გარდამტეხი აღმოჩენა“.

ლესტინგის მაღარო განსაკუთრებით გამოირჩევა დიდი, მაღალი ხარისხის ალმასებით. 2015 წელს, კომპანია Gem Diamonds-მა აღმოაჩინა 357-კარატიანი ალმასი, რომელიც 19,3$ მილიონად გაიყიდა.

ალმასების აღმოჩენით, გასული კვირა ამ კომპანიისთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. რამდენიმე დღის წინ, ასევე იპოვეს 117 და 110-კარატიანი ქვები.

სამთო საქმიანობის ექსპერტის, ბენ დევისის ვარაუდით, ახლახან აღმოჩენილი ალმასის ღირებულება 40$ მილიონს გადააჭარბებს.

წყარო: gizmodo