„ბაიერნის“ შემტევი ლეროი სანე, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ლა ლიგაში გადავიდეს.
ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2024 წლის ზაფხულში სანემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – გააგრძელებს ხელშეკრულებას „ბაიერნთან“ თუ სხვა ქვეყნის გუნდში გადავა, – წერს გაზეთი Bild-ი.
27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ „რეალი“ და „ბარსელონა“. სანეს ჯერ არ განუხილავს კლუბის ხელმძღვანელობასთან საკუთარი მომავალი.
სანე „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.