მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის ნახევარმცველი ლეროი სანე მუხლის ტრავმი გამო, ორი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.
„ბაიერნს“ უახლოესი მატჩი 30 სექტემბერს ელოდება – ეს არის გერმანიის სუპერთასის ფინალი „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.
„ლეროი სანე გამოტოვებს მატჩს. იმედი გვაქვს, ის დაუბრუნდება გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ. მას მუხლის ტრავმა აწუხებს“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები მიუნხენელთა პრესსამსახურს.
„ბაიერნის“ დამრიგებელმა ასევე დაამატა, რომ ავსტრიელ მცველს დავიდ ალაბას, სავარაუდოდ, კუნთი აქვს დაზიანებული.