ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური პარკი ირაკლი ღარიბაშვილის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა
ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური პარკი ირაკლი ღარიბაშვილის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა

ოლიმპიური პარკი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ირაკლი ღარიბაშვილის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლერი ხაბელოვმა პრემიერს ქართული სპორტის მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ოლიმპიური პარკი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა. მადლობა მას ქართულ სპორტზე ზრუნვისთვის“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.