ლერი ხაბელოვი ოლიმპიელებს - მჯერა, საუკეთესო შედეგებს აჩვენებთ და ჩვენს ქვეყანს ასახელებთ #1TVSPORT
2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წინასაფესტივალო პრეზენტაცია.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ოლიმპიური დელეგაციის წევრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:
„ამ ფესტივალისთვის, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა და მოეწყო არაერთი საერთაშორისო სპორტული სარბიელი, რომელიც მომავალ წლებში მოემსახურება ზამთრის სპორტის წარმომადგენლებს. ევროპული ფესტივალი არის მნიშვნელოვანი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება, შესაბამისად, ფესტივალში მონაწილეობა მეტად საპასუხისმგებლოა თითოეული ჩვენი სპორტსმენისთვის. მჯერა, რომ მაქსიმალური მობილიზებით და შემართებით იასპარეზებთ, რათა საუკეთესო შედეგები აჩვენოთ და ასახელოთ ჩვენი ქვეყანა“.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი ) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
სამთო თხილამურობასა და ბიატლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში – ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს. გახსნის და დახურვის ცერემონიები გაიმართება ბაკურიანში.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტსმენთა სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო-მოთხილამურეები – გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ბაკურიანი, 2025 წელი, 9-16 თებერვალი ) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:
სამთო თხილამურობა
იასონ ვეზდენი – სპორტსმენი
გიორგი ჯაფარიძე – სპორტსმენი
ირაკლი ხერგიანი – სპორტსმენი
გოგა გულედანი – სპორტსმენი
ანასტასია მირიანაშვილი – სპორტსმენი
ნელი უსტიმენკო – სპორტსმენი
სოსო ჯაფარიძე – მწვრთნელი
ალექსი ბენიაიძე – მწვრთნელი
ფიგურული ციგურაობა
ინგა გურგენიძე – სპორტსმენი
ლუდმილა გაფაროვა – მწვრთნელი
ბიატლონი
შიო ქუჩუკიანი – სპორტსმენი
ალექსანდრე ბუძიშვილი – მწვრთნელი
ადმინისტრაცია
ივანე მეკრავიშვილი – მისიის ხელმძღვანელი
მიხეილ სიხარულიძე – მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ბათუმის სპორტსმენთა სოფელში)
თეონა ომანაძე – პრესატაშე
გიორგი კერესელიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
სპორტსმენთა სოფლის გარეთ
ლერი ხაბელოვი – სეოკ-ის პრეზიდენტი ( დელეგაციის ხელმძღვანელი)
ელგუჯა ბერიშვილი – სეოკ-ის პირველი ვიცე – პრეზიდენტი
ნინო სალუქვაძე – სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
ანზორ ჩუბინიძე – სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
ემზარ ზენაიშვილი – სეოკ-ის გენერალური მდივანი
სალომე ჩიგოგიძე – მსაჯი (ფიგურული ციგურაობა)
მარიამ ალავიძე – ახალგაზრდა ამბასადორი