სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
როგორც ლავროვმა განაცხადა, პრობლემა სირიის ცენტრალურ მთავრობასა და ქურთების წარმომადგენლებს შორის დიალოგით უნდა მოგვარდეს.
„არაერთხელ გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხდება, მათ შორის თურქეთის საზღვართან. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს პრობლემა სირიის ცენტრალურ მთავრობასა და ქურთების წარმომადგენლებს შორის დიალოგით უნდა მოგვარდეს“, – განაცხდა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, თურქი სამხედროები სირიაში მალე შევლენ.
თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის მოწყობას ისახავს მიზნად. ამ ზონაში სირიელი ლტოლვილების განსახლება იგეგმება.