L’Équipe: გასულ სეზონში სერხიო რამოსმა შეაჩერა მესისა და ჰაკიმის ჩხუბი #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფორვარდი ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამიში“ თამაშობს, ახლოს იყო ჩხუბთან პარიზული კლუბის მარჯვენა მცველთან, აშრაფ ჰაკიმისთან. ამის შესახებ გაზეთ L’Équipe-თან ინტერვიუში განაცხადა პსჟ-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომლის გვარიც არ სახელდება.
წყაროს ცნობით, გასულ სეზონში დაიძაბა ურთიერთობა მესისა და ჰაკიმის შორის. ერთ-ერთი დაძაბული მომენტის დროს ფეხბურთელები მზად იყვნენ ჩხუბის დასაწყებად, მაგრამ პსჟ-ის ფორვარდმა, ნეიმარმა სცადა სიტუაციის მოგვარება და მესის დაცვა. შემდეგ კონფლიქტში ჩაერია პარიზული კლუბის ყოფილი მცველი სერხიო რამოსი, რომელმაც ჰაკიმის უთხრა: „თუ შენ ადგები, მაშინ მეც მოგიახლოვდები“.
პსჟ-ის თანამშრომელი ამბობს: „საბედნიეროდ, სერხიო იქ იყო. ის ხშირად გამოდიოდა მომრიგებლის როლში გუნდის მოთამაშეებს შორის, რომლებიც ვეღარ იტანდნენ შექმნილ სიტუაციას“.