ლექსო ალექსიშვილი - საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაცია ფისკალურ პოლიტიკაზე წაადგება შემდგომ ანალიზს და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხს
ლექსო ალექსიშვილი - საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაცია ფისკალურ პოლიტიკაზე წაადგება შემდგომ ანალიზს და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხს

პრეზენტაცია წაადგება შემდგომ ანალიზს და შემდეგ უკვე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხებს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე ყველა აქცენტი სწორად იყო დასმული.

„პრეზენტაცია გაკეთდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, რომელზეც ამერიკელი ექსპერტები მუშაობდნენ. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია იყო, რომელმაც პრაქტიკულად ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ქვეყანაში დგას და ზუსტად გაუსვა ხაზი იმ აქცენტებს, რომელიც მიმდინარეობს. საუბარი ფოკუსირებული იყო ფისკალურ თემატიკაზე, საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე. ყველა აქცენტი ძალიან სწორად იყო დასმული და ჩვენ ამას ნამდვილად ვიზიარებთ, ყველა იმ პოტენციური რისკებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების და საბიუჯეტო თვალსაზრისით“, – აღნიშნა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა.