ლეონარდო ბონუჩი - რონალდომ იცის, რომ ერთი-ორჯერ ფეხებში მოხვდება #1TVSPORT
იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებები, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ცნობილია, რომ ამ ორი გუნდიდან ერთი ნამდვილად ვერ მოხვდება ყატარის ტურნირზე.
მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ.
„ველაპარაკე კრიშტიანო რონალდოს და ცოტა ვიცინეთ კიდეც პლეი ოფში პორტუგალიისა და იტალიის შესაძლო მატჩზე. ვნახოთ რა მოხდება მინდორზე, თუმცა მან იცის, რომ ფეხებში რამდენიმე დარტყმას მიიღებს“, – განაცხადა ბონუჩიმ.
პლეი ოფის ნახევარფინალში პორტუგალია შინ მიიღებს თურქეთს, იტალია კი მაკედონიას უმასპინძლებს. თურქეთის დამარცხების შემთხვევაში, პორტუგალია ფინალსაც საკუთარ მოედანზე ითამაშებს.