„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი აპირებს გახდეს მწვრთნელი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოუყვა 34 წლის ფეხბურთელის ცოლმა მარტინა მაჩარიმ.
„ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ის დარჩება ფეხბურთში. ეს მისი ცხოვრებაა. მას უყვარს საფეხბურთო მოედანი და სურს გახდეს მწვრთნელი“, – მოჰყავს ბინუჩის ცოლის სიტყვები Tuttosport-ს.
ბონუჩის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. ამ სეზონში მან 29 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.