ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დილიდან განახლდა სამუშაოები სოფელ მუცდთან დამაკავშირებელი გზის გასახსნელად.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება დროებითი გადასასვლელის მოწყობა. სოფელ მუცდში ხუთი კომლი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს ხუთი სოფელი – დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიბი და მუცდი მოწყვიტა. ოთხ სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.