ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ოთხ კერას აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარს ისევ აქრობენ.

„ამ დროისთვის არის მხოლოდ 4 კერა, თუმცა ეს არ არის იმ ტიპის კერა, რომ გაიზარდოს ცეცხლის მასშტაბი. ახლა წვიმს და ამინდის შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობის პროცესებში ჩაერთვება ვერტმფრენიც“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი.

მისი ინფორმაციით, მთის ფერდობზე კვლავ რჩება რამდენიმე კერა, ფერდობზე ისევ არის ძლიერი კვამლი, თუმცა ღია ცეცხლი ამ დროისთვის ტყეში არ არის.