ლენტეხში ხვალ 41 პირი თვითიზოლაციას ასრულებს

19:00, 21.04.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 41 პირი ხვალ თვითიზოლაციიდან მოიხსნება. მათი იზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 55 წლის მამაკაცსა და მისი ოჯახის ოთხ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

ლენტეხის სოფელ მელეს მცხოვრებლები ინფიცირებულების ახლო და მეორადი კონტაქტები არიან.

მელეში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, რეგიონში გამკაცრებულია ზომები, ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტი და მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში არ გამოვლენილა.

მსგავსი