ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი გზა წაიღო
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი გზა წაიღო

ლენტეხში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა არსებობს. ასევე მერის თქმით, დაზიანებული გზის აღდგენა დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი