ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა

ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი უკვე ამოქმედდა.

სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მგზავრებს ცაგერში მურის ხიდთან და სოფელ ღვედში ამოწმებენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გრძელდება თერმოსკრინინგი სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პიროვნება, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კონტაქტების მოძიება გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, ლენტეხში მცხოვრებ  50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.