ლენტეხის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ლენტეხის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლენტეხის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 2.5 ჰექტარი ფართობი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ურთულესი რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა.

„ხანძრის ლიკვიდირებას 11 ივლისიდან, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ.

ხუთდღიანი სამუშაოების შემდეგ, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ დამუშავებულია ხანძრის ყველა კერა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.