ლენტეხის სოფელ ტვიბში, სადაც სტიქიის გამო ხიდი ჩაინგრა, მდინარეზე გადასვლაში ადგილობრივებს მაშველები ეხმარებიან
ლენტეხის სოფელ ტვიბში, სადაც სტიქიის გამო ხიდი ჩაინგრა, მდინარეზე გადასვლაში ადგილობრივებს მაშველები ეხმარებიან

ლენტეხის სოფელ ტვიბში, სადაც ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ადამიანები მდინარეზე მაშველებს დროებითი სამაშველო საბაგირო მაგისტრალის საშუალებით გადაჰყავთ. საბაგირო გზით სოფელ ტვიბის რამდენიმე მკვიდრმა უკვე ისარგებლა.

მძიმე ტექნიკა სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელ, წაღებულ ხიდთან არ გამოჩენილა. ლენტეხში ამ დროისთვის კვლავ წვიმს.

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლასკადურამ, ჩორშურამ და მუხრამხიდები და გზები დააზიანა, ხუთი სოფელი – დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიბი და მუცდი გარესამყაროს მოწყვეტილია.