ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს

უამინდობის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ დააზიანა.

გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ოთხ სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას ცდილობს.

„ნალექი შეწყდა და შესაბამისად, სამუშაოები უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ორ სოფელთან – საყდართან და დურაშთან მისასვლელ გზას გავხსნით. გზის გაწმენდისთანავე, სოფლებში შევიტანთ სასურსათო პროდუქტს, მედიკამენტების მიწოდება კი არ შეწყვეტილა“, – განუცხადა მაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.