ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა

სამდღიანმა წვიმამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე მუხრა ადიდდა, წყალი საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.

გზაზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ცუდი ამინდის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი.

ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.

როგორც გუბერნატორმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა და სოფელ ტვიბის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა წყლის დონის დაკლებისთანავე სრულად იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი