ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანართან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანართან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანართან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია. სტიქიის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში გუშინ კლდე ჩამოიშალა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად ჩაიკეტა. ჩამოშლილმა ლოდებმა სოფელ ხოფურის წყალსადენებიც დააზიანა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინვე დაიწყო გზის გაწმენდისა და წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია, ასევე აღდგა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება.

რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.