ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გზის გახსნა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გზის გახსნა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გზის გახსნა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით 07:00 საათისთვის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ორი მგზავრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და მათ მოახერხეს, შემთხვევის ადგილს გარიდებოდნენ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეწყერი ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ჩამოწვა.