ლენტეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრ არასრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:37, 13.04.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს მკვიდრ არასრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ლენტეხში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ამ ეტაპისთვის ლენტეხის ცხელების ცენტრში ახალი პაციენტები არ შესულან.

შეგახსენებთ, მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ-19“ პირველად დაუდასტურდა, აღნიშნულ სოფელში იმყოფებოდა. კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის მცირეწლოვანს. უკვე მესამე დღეა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

მსგავსი