„რასინგ მეტრო“–ს მგეზავმა რემი ტალემ არეკნი ბოლო წუთზე ააცილა და ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ირლანდიური „ლენსტერი“ გახდა.
ირლანდიელები მეტოქეს მე–4 წუთიდან მთელი მატჩის მანძილზე ჩამორჩებოდნენ და პირველად წინ 79–ე წუთზე გავიდნენ.
ჯონი სექსტონმა ულელოო შეხვედრის მანძილზე სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ბოლო ორი დარტყმა ზუსტად ისა ნათევამ შეასრულა.
ტედი ირიბარენმა, რომელიც დაზიანებული მაქსიმ მაჩნოს ნაცვლად ითამაშა – 12 ქულა მოიპოვა, თუმცა ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ტრავმის გამო ფრანგულ კლუბს ვერ დაეხმარა ლეგენდარული მგეზავი დენიელ კარტერი.
საბოლოო ანგარიში „ლენსტერი“ 15:12 „რასინგ მეტრო“.
„ლენსტერს“ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი არასდროს წაუგია. ირლანდიულმა კლუბმა ტიტული მეოთხედ მოიგო და „ტულუზას“ რეკორდი გაიმეორა. საგულისხმოა, რომ სექსტონი, ნათევა, კიან ჰილი და დევინ ტონერი ოთხივე ტიტულის მოპოვებისას გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ.