ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთისა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალსიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.