ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა, შესაძლოა, კანადის ნაკრები ჩაიბაროს, რათა მოამზადოს ეს გუნდი მსოფლიოს საშინაო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2026 წელს გაიმართება, – იტყობინება გაზეთი The Telegraph-ი.
ამ მომენტისთვის კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელია მაურო ბიელო.
შეგახსენებთ, რომ, კანადასთან ერთად, მსოფლიოს მორიგ ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები და მექსიკა უმასპინძლებენ.