ლემარი „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სამიზნეა
ლემარი „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სამიზნეა

“მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერი ტომა ლემარი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე “მანჩესტერ სიტის” მთავარი სამიზნე იქნება. საფრანგეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველს, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ბევრი მთხოვნელი ჰყავს, თუმცა ფავორიტად სწორედ “სიტი” მიიჩნევა.

ლემარის შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გაირკვა, რომ “ლესტერის” ლიდერს რიად მაჰრეზს, რაღაც მიზეზების გამო, მოსწყინდა თამაში და ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებს. ალჟირელი ცოტა ხნის წინ, “სიტის” მთავარი სამიზნე იყო.

ლემარმა ამ სეზონში 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.