„ლელოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს

21:24, 08.07.2025

„ლელოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულები არიან ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ლევან ჯორბენაძე.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ერთ-ერთი დაკავებული, ოთო ფარულავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ირაკლი კუპრაძემაც. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას ერთდროულად დააკავეს.

მსგავსი