„ლელოს“ წევრები განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვენ
„ლელოს“ წევრები განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვენ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე იმუშავებს. ამ მოთხოვნით მოძრაობის წევრები დღეს განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

მოძრაობაში ამბობენ, რომ დღევანდელი განათლების სისტემა გარდა იმისა, რომ ვეღარ ამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის ახალგაზრდება და ვერ ახდენს მათი, როგორც მოქალაქეების, ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ასევე ვერ აძლევს სათანადო განათლებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საერთაშორისო კომპანია pisa-ს 2018 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო სამ წელიწადში მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში მდგომარეობა გაუარესებულია.

„არ შეიძლება, განათლების პოლიტიკა დამყარებული იყოს მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებაზე და ყოველი მინისტრის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდეს ეს გადაწყვეტილება და ექსპერიმენტული შედეგების ქვეშ ვამყოფებდეთ ახალ თაობას. ეს არის განათლების სისტემის კრიზისი, რომელზეც პასუხი უნდა ჰქონდეს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით მაჩანჩალა ქვეყანა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ „ქართულ ოცნებას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას, აქციებს, მანიფესტაციებს და სისტემის დახსნას ამ ჭაობისგან“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

დატოვე კომენტარი