„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დილარ ხაბულიანი შეუერთდეს
„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დილარ ხაბულიანი შეუერთდეს

„ლელომ“ საპარლამენტო ფრაქცია შესაძლოა, ისევ შექმნას.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ფრაქციის შექმნის მიზნით, „ლელოს“ ფრაქციაში გადასვლას აპირებს დილარ ხაბულიანი, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან არის წარმოდგენილი.

„ლელოს“ ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა.

ამ დროისთვის, „ლელოს“ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს, რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.