„ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ახვლედიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

20:52, 15.11.2020

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე ახვლედიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სამწუხაროდ, „კოვიდი“ დამიდასტურდა! სავარაუდო კონტაქტიდან მე-8 დღეს, ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ალექსანდრე ახვლედიანი.

მსგავსი