„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მსჯელობენ
„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მსჯელობენ

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე შესვლის წინ პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ განხილვის მთავარი საკითხი ხვალისთვის დაგეგმილი აქციაა. ასევე, იმსჯელებენ იმ აქციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს აქვთ დაგეგმილი.

„როგორც თავად ხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში განვაგრძობთ კონსულტაციას ოპოზიციური პარტიები. ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, მათ შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის. ეს იქნება მასშტაბური, დიდი აქცია, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ შედეგებთან შეგუებას, რომელიც ცესკო-მ მას დაუწერა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.