„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ლელომ“ დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ამომრჩეველს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარის სამ ოლქში როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე პარლამენტის არჩევნებისთვის მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ნომერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი თავართქილაძეა. პარტიაში აცხადებენ, რომ სიაში წარდგენილი 15 კანდიდატის ნუმერაცია ჯერ დადგენილი არ არის და შეიძლება შეიცვალოს.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად „ლელომ“ ბათუმის საარჩევნო ოლქში წარადგინა გენადი თებიძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში მერაბ აბაშიძე. ქობულეთში კი,
პარტიას ჯერ კანდიდატი არ შეურჩევია.

რაც შეეხება პარლამენტს, ბათუმის ოლქში კენჭს იყრის ირაკლი კუპრაძე, ქობულეთში პაატა ცივაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში კი, ჯამბულ ხოზრევანიძე.