ლელობურთის თამაშისას ერთ-ერთი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დაზიანდა
ლელობურთის თამაშისას ერთ-ერთი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დაზიანდა

ლელობურთის თამაშისას ბურთი საკარმიდამო ნაკვეთში შევარდა. მოთამაშეთა ნაკადმა ეზოში შეაღწია, რის შედეგადაც განადგურდა ხე-ხილი და ნათესები.

„ჩემი ეზოა. დაიცავიო. ამდენი ადამიანისაგან როგორ დავიცვა. ითამაშონ ქუჩაში, სტადიონზე. კერძო საკარმიდამო ნაკვეთში შევარდნა რა კომენტარს საჭიროებს. ვინ ამინაზღაურებს ზარალს“, – აცხადებს ეზოს მეპატრონე, შუხუთელი ბონდო იმნაიშვილი.

ლელობურთი შუხუთში ამ დრომდე გრძელდება.

თითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.