„ლელო“ - უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ვითხოვთ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან
„ლელო“ - უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ვითხოვთ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან

„ლელო“ უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“.

„ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთი შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ.

არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი. შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი  ქვეყნების მოქალაქეები). დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ). 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის მოხდეს ვიზების გაცემა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“, – აცხადებენ „ლელოში“.