„ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს მოუწოდებს, წაღებული თანხით სამეგრელოს სოფლებში წისქვილი გახსნას [ვიდეო]

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის 30-ე ნომერი, ჩხოროწყუში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს მიმართავს.

„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო – ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი – ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას“, – აცხადებს თამარ ბელქანია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ამასთან, აღნიშნული ვიდეო ამ დროისთვის თამარ ბელქანიას ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.