„ლელო“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას არ უერთდება
„ლელო“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას არ უერთდება

„ლელოს“ წევრია, ლანა გალდავას განცხადებით, დღეს საღამოს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას „ლელო“ არ უერთდება.

მისი თქმით, აღნიშნული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი და მის ორგანიზებაში „ლელო“ არ მონაწილეობს.

„პარტიულ ღონისძიებებზე სხვა პარტიის წარმომადგენლები არ დადიან. თუ ვინმეს სურს, ინდივიდუალურად მივიდეს, ცხადია, ყველანი არიან ამ საკითხში თავისუფლები. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიება. როდესაც აქცია იგეგმება და ჩვენი პარტია აქციის დაგეგმვაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, იმ აქციაზე ჩვენ წარმოდგენილები არ ვართ, – განაცხადა გალდავამ.

დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება.

დატოვე კომენტარი