„ლელო“ ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს
„ლელო“ ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს

„ლელოს“ საპარლამენტო გუნდის ინიციატივით, ინტერპელაციის წესით პარასკევს, 27 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია დაბარებული, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას კანონი ავალდებულებს.

„ლელოს“ გუნდის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა, მიიღოს პასუხი კითხვაზე – რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად შავი ხვრელი. ამ საკითხზე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს – პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით.

დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.