„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა 
„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა 

პარტია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები წარდგენილია ზუგდიდში, ხობში, ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ჩოხატაურში.

ზუგდიდში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება გიორგი თოდუა; ხობში – იური ბუკია; ხარაგაულში –  ინგა მაღრაძე; სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე; ხონში – გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე.