„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბათუმში კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები ბათუმში კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ძლიერი საქართველო“ აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. მათივე ცნობით, რეგიონული კამპანიის მიზანი და ამოცანა ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა.
„მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა – ეს არის შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა. შეხვედრისას ასევე მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა, რათა რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან როგორც „ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერებსა და აქტივს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.