ლელა სტურუა - კორონავირუსის პერიოდში თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები
ლელა სტურუა - კორონავირუსის პერიოდში თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თამბაქოს ინდუსტრიამ გააძლიერა  მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები.

როგორც ლელა სტურუამ განაცხადა, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს კორონავირუსის შესაჩერებლად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

„წელს, კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრმა სხვადასხვა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება და ბიზნესი. მაგალითად, ღვინისა და ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს სადეზინფექციო ხსნარების წარმოება. ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა დაიწყეს ნიღბების წარმოება. თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა, იძულებულია, გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიიდან, მაგრამ ეს უკან არ უნდა წევდეს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით იღუპება რვა მილიონი ადამიანი, ხოლო საქართველოში  – 11 400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი თამბაქოს მოხმარებით იღუპება, სამიათასამდე იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარებით, აქედან 300 არის ბავშვი. ყოველ დღე თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტური ხრიკების გამო, ერთი ბავშვი გვეღუპება ქვეყანაში“, – განაცხადა ლელა სტურუამ.