„ლეიკერსის“ მწვრთნელი – მამუკელაშვილი მრავალმხრივი კალათბურთელია, ბევრი დადებითი თვისება აქვს #1TVSPORT

21:36, 01.10.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილზე ილაპარაკა:

„ვიდრე სანდროსთან კონტრაქტს გავაფორმებდით, სანდროს ვესაუბრე. მკითხა, გუნდში ჩემს ადგილს როგორ ხედავო. მოკლედ ვუპასუხე: შენ კალათბურთელი ხარ.

მამუკელაშვილი უნივერსალური კალათბურთელია. სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას ცენტრადაც ვხედავ და უკანახაზელადაც.

მას შეუძლია ბურთი მიიღოს და ფართან დრიბლინგით მივიდეს. ეს თვისება ბევრი კალათბურთელისგან გამოარჩევს“.

მსგავსი