ლეიკერსის" დამაჯერებელი გამარჯვება "ჩიკაგოსთან"
ლეიკერსის" დამაჯერებელი გამარჯვება "ჩიკაგოსთან"

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ერთი შეხვედრა გაიმართა.

“სტეიპლს ცენტრში” “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ჩიკაგო ბულსი” მიიღო და მეტოქეს იოლად 9 ქულის სხვაობით 103-94 სძლია.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 22 ქულით კაილ კუზმა იყო. კალდველ-პოუპის ანგარიშზე 21 ქულაა. ჩიკაგოელთა შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ვალენტინმა დაააგროვა. ლაური მარკანენმა 13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

“ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დასავლეთ კონფერენციაში 18 ჩატარებული შეხვედრიდან 8 აქვს მოგებული და ჯერჯერობით 8 ადგილზე იმყოფება.

“ბულსი” კი 3 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა 14 ადგილს იკავებს.