ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დაიწყო პლეი ინის ეტაპი და გაირკვა დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის მეშვიდე მონაწილე. ეს არის „ლეიკერსი“, რომელმაც სტუმრად მოუგო „ნიუ ორლეანს“.
„ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს ერთი ნაბიჯი დააკლდა ორმაგ დუბლამდე და ორი ნაბიჯი სამმაგ დუბლამდე – მის ანგარიშზე იყო 23 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი), რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 40 ქულა, 11 მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემა.
„ლეიკერსი“ პლეი ოფის ძირითად ბადეში გავიდა და პირველ რაუნდში დასავლეთის მეორე გუნდს, „დენვერს“ შეხვდება.
ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 106:110 (34:26, 16:34, 26:23, 30:27)
ნ-ო: უილიამსონი (40+11 მოხსნა), ინგრემი (11), ჯონსი (10), მაკოლუმი (9+6 პასი), ვალანჩუნასი (4+10 მოხსნა) – სასტარტო; მერფი (12), ნენსი (10+12 მოხსნა), ალვარადო (10+7 პასი), დენიელსი (0).
ლ: ჯეიმსი (23+9 მოხსნა+9 პასი), რასელი (21+6 პასი), დევისი (20+15 მოხსნა), რივზი (16+6 პასი), ჰაჩიმურა (13) – სასტარტო; ვინსენტი (9), პრინსი (6), ჯეისი (2), დინუიდი (0).